пятница, 27 ноября 2009 г.

საოცარია..
ამდენი ხნის მერე ისევ მოვბლოგერდი და ჯღაბნაობას გადავწყვიტე მივყო ხელი..
უსაქმურობამ ინება ჩემში თავნება დინება და.. - ))
მოკლედ არვიცი ეხლა ამ სუსხიან და ქარიან დილას, რატომ მიცხადებენ სიზმრები კატეგორიულ უარს მოსვლაზე, თუმცა ერთი კარგი საქმე გააკეთეს ალბათ და წერას ააყვანინეს თუ აატანინეს ისევ ჩემი თავი..

მაშასადამე ქალბატონებო და ბატონებო..
მე დავბრუნდი..

четверг, 29 октября 2009 г.

გავხდები:შენი რიგითი წუთი, ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე, სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი, მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე. გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით, შენი ხელ-პირის დაბანა დილას, სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი, სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა. გავხდები:შენი მეზობლის წყევლა, ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი, პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი. გავხდები:შენი ერთგული ჩანთა, სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი, კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან, ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი. გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა და ქვაფენილის სველი ლაქები, ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა თავზე ხელების შემოლაგებით. გავხდები:შენი გამოცვლა კაბის, შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის და უცხო ზურგის შექცევა ბართან. გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის, ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა, წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი, ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა. გავხდები:დილის პირველი ყავა და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო, წარსული,რომელიც გაგიხდა ავად, წვიმაში მაინც გადის და ლოთობს. გავხდები:შენი მაგიდის წიგნი, რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს, ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ, როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს. გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი, კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი, ტუ გინდა-თეთრი,ტუ გინდა-ზანგი, ტუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი. გავხდები:შენი თამბაქოს სუნი, სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,ნაფაზის რგოლი და შენისლული ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი. გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის, ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით. გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ? ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...
გიორგი ზანგური

вторник, 6 октября 2009 г.

.. .. ..

წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი. ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან. თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები, თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა. უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები, ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს, ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს, როგორც ბედისაგან წართმეული შანსი... მერე ვაგროვებდი სიტყვებს სველ ქვიშაზე, გულში ვიმალავდი უცხო გარინდებით, მკერდი მძიმდებოდა სიტყვა-კენჭებით და სახტად დარჩენილი მზერას გარიდებდი. მაინც ვთამაშობდით ცხოვრების პარტიებს და კვლავ შავი ქვები კენტად მეწყობოდნენ, ჩვეული სიფიცხე ღალატს გარჩენდა და ტუჩის კუთხეებში ღიმილს აწყვილებდი. ახლა დანისლულა შენი სავანნები, ზამთრის წვიმებივით ვეღარ შეგიპირე... წიგნში ჩანიშნული ლექსივით მომწონდი, თუმცა ვერასოდეს ვერ დაგიზეპირე.

понедельник, 28 сентября 2009 г.

ნისლიან მთებს გავყურებ ნუცუბიძიდან და..
რა ძალიან მომენატრე ეხლა ..
არვიცი რატომ..
ჩვენი წვიმები მომენატრა..
გალუმპული წვიმაში ცეკვა მომენატრა..
სიგიჟეები..
ბევრ ბევრი დიდ პატარა სიგიჟეები..
"ნეტავ ესპანეთში როგორი წვიმა იცის?"-გამიელვა გონებაში და გამეცინა..
როგორი წვიმაც არ უნდა იცოდეს იქ სადაც მე არ ვარ შენ წვიმა ვერ გეყვარება..
ისევ გავხედე ფანჯარას, წვიმის წვეთებს მივაშტერდი..
თაკოს ველოდები ეხლა..
გამახსენდა ერთად რომ ველოდებოდით ხოლმე..
შენ რომ საჭმელს გვიმზადებდი..
თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი მაშინ იმიტომ რომ შენთან და თაკოსთან ერთად ვიყავი..
ეხლაც უბედნიერესი ვარ..
ბედნიერი ვარ უშენოდ თაკოსთან ერთად იმიტომ რომ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავიხსეოთ და მოგონებებით გავთბეთ..
შენზე მოგონებებით..
hello.. do you miss me?..
kiss the rain..

пятница, 25 сентября 2009 г.


ყოველ დღე ძილის წინ ვიხსენებ რომ კიდევ ერთი უსიტყვო დღე გავლიე და მერე მწყდება გული.. თუმცა არაფერს ვაკეთებ ამის შესაცვლელად.. არც ცვლილელები აკეთებენ რამეს ჩემთვის.. ბოლო დროს სულ უფრო ავურიე.. საკუთარი თავის მტრად ვყალიბდები.. სიყვარულზე ძლიერი სიძულვილი შემიძლია ვიცი და მეშინია.. მეცოდები და მეშინია.. აკვიატებააო ესო მეუბნებიან.. თავს იგრუზავო, ინადგურებო.. ჰო კარგი, გავიგეთ რომ მაზოხისტი ვარ.. გავიგეთ რომ გიჟი ვარ.. ბევრი რამ უთქვენოდაც ვიცი და ვიცოდი ჩემს თავზე.. ბევრია კიდევ რასაც თქვენ ვერასოდეს გაიგებთ.. გასაგებია რომ ამაზრზენია ბევრი რამ ჩემში და არა იმიტომ, რომ მე ვარ არამედ, იმიტომ რომ ქალს არ უხდება.. მოდი ნუ აღმიქვავ ქალად.. აღმიქვი მედ.. გიჟ, გადარეულ, შიზოიდ მედ აღმიქვი და ეცადე როგორც მე ისე განმიკითხო, როგორც მეს ისე გამიგო.. ან თუ ეგეც არ შეგიძლია არ შემეხო.. ადექი და უბრალოდ წადი.. ოღონდ ფეხქვეშ არ გადამთელო ისე იარე.. შენ ჩემი ნაწერიდან აზრის გამოტანა ვერ გასწავლე და ჩემი თხოვნის ასრულება როგორ მოგთხოვო?! მიპატიებია , მი-პა-ტი-ებ-ია ყველაფერი რომლის ნებაც თვითონ მოგეცი, ან რომელიც უნებართვოდ შენით მატკინე..

среда, 12 августа 2009 г.

აი ისევ წვიმს..
ყველაფერი ხომ სწორედ ზაფხულის წვიმიან დღეს დაიწყო..
და მე..
რა უფლება მაქვს მე რომ ზაფხულის წვიმიან სევდიან საღამოს არ გამახსენდე..
დღე პირველი..
ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი თავს ერთად კომფორტულად გრძნობს..
თავს აცნობენ ერთმანეთს, აწონებენ?! ალბათ აწონებენ კიდეც..
და რაღაცნაირად თბილია წვიმა..
თბილია ის დღე მიუხედავად იმისა რომ განწყობა არც ისე იდეალურია..
მერე?!
მერე სურათების გადაღება..
ხედებით ტკბობა..
ერთმანეთში დადებითების ძიება და აღმოჩენა..
მერე?!
მერე წვიმაში სკვერში ჯდომა რომელშიც არასოდეს არაფრის გულისთვის მანამდე არ დაჯდებოდე..
ან იქნებ მერეც აღარ დაჯდე..
მერე?!
მერე გიჟური აზრი და წვიმაში სეირნობა..
თავისუფლების მოედანზე ცეკვა..
მერე?!
მერე ბარი და მუსიკა..
შენი მეგობრები რომელბიც მართლა ჩემად აღვიქვი..
მერე?!
მერე მეტროში კიბეებზე ჯდომა..
მერე ისევ უაზრო ხეტიალი..
გზის დაგრძელება და სულ სხვა მეტროს სადგურზე ამოსვლა..
მერე?!
მერე ყურთან ნამღერი სიმღერა და პირველი თბილი ჩახუტება..
და მერე ..
მერე ყოველი დილა შენით დაწყებული..

და მერე..
არც ისე წვიმიან უბრალოდ მოღრუბლულ დღეს..
არც ისე სევდიან უბრალოდ უგანწყობო მეს..
თვალწინ დაემსხვრა ყველაფერი..
სულ სხვანაირი შენ აღმოაჩინა..
მიხვდა რომ არც ისე ბევრ დადებითს ხედავდი ჩემში, არამედ პირიქითაც კი თითქმის უარყოფითს..
მიხვდა რომ არც ისე კარგად იყავი ჩემთან,პირიქით ცუდათაც კი..
და ამ ყველაფერში თან მე ვიყავი დამნაშავე..
და არა მარტო ამ ზემოთთქმულ ყველაფერში..
და მერე?!
მერე სახლში წამოსვლა..
ისევ ერთად..
ისევ..
ოღონდ სხვა და სხვა მიმართულებით..

შენ უკვე სხვა ობიექტისკენ მიმავალი..
მე? მე ჩემი სახლისკენ სადაც უშენოდ დარჩენილს ბევრი ფიქრი და ცრემლები მელოდენ..
არ მერიდებოდა არასდროს შენი..
არც მაშინ მომრიდებია ცრემლების ..

დამინახე..
ვიცი რომ დამინახე როგორ ვტიროდი როცა ჩახვედი..
მაგრამ შენ ხომ არასდროს ..
არასდროს და არაფერს გრძნობდი ჩემი ცრემლების დანახვისას..
და რა გასაკვირია რომ მაშინაც ვერ იგრძენი..
ხოდა არც გამკვირვებია..
უბრალოდ მეორე დილით შენმა მოწერილმა "თუ გინდა ჩემთან გამოდი"მ დამაბნია..
და გამახარა..
პატარა ბავშვივით გამოვქანდი..
და სულ არ მახსოვდა ის რომ ეხლა უკვე სხვა იყო შენი ყურადღების და სითბოს ობიექტი..
"ხომ იცი რომ ცივი ვარ"..
თავის გასამართლებლად ნათქვამი ფრაზა..
ვის აჯერებდი ამას..
მე თუ საკუთარ თავს?!
როდის აქეთ გახდი ცივი?!
ან რატომ გახდი?!
დღესაც არ მჯერა ამ ტყუილის არათუ მაშინ..
იმ დღეს იდეალურად იყო ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ სარამოს ისევ დავიშალეთ და ისევ "იმ ობიექტს" გადავულოცე შენი თავი..
მაშინ ვერც ვიფიქრებდი რომ ის დღე ბოლო იქნებოდა ჩვენთვის..
ჩვენ ხომ არასდროს ვასრულებთ..
ვერ ან არ ვსრულდებით..
ან უფრო ადრე..
აი ახლა კი..
მორჩა..
მე მენატრები..
და არ გთხოვ არც დაბრუნებას..
არც იმას რომ რამე ინანო ან არ ინანო..
იფიქრო ან არ იფიქრო..
თქვა ან შენთვის შეინახო და ამჯერადაც დამალო შენი აზრები როგორც გჩვევია..
არაფერს არ გთხოვ ამქვეყნად გარდა იმისა რომ ..
აღარავის შეაყვარო ასე თავი..
ოდესღაც გითხარი..
"ძნელია გიყვარდეს ჩხაიძეთქო"..
მაშინ დამცინე..
არადა მართლა მასეა..

вторник, 11 августа 2009 г.

საოცრებები მაწევს მხრებზე..
პატარ პატარა საოცრებები ჩემზე , შენზე და გარშემო არსებულ არაფერზე და არარაობებზე..
დავირალე ყოველ დღე ერთი და იგივე წუმპეში სიარულით..
და ერთიდაიგივე წუმპიდან ამოსვლისას იმის არმოჩენით რომ ფეხის საწმენდ ტილოზე მეტი ვერ ვხდები..
არ შემიძლია ვითომ?
ან იქნებ არ მინდა?
არვიცი..
გამომელია სიხარული თვალებში და გამომელია სუფთა ჰაერი ფილტვებში და გამომერია გზა რომელზე სიარულიც არ ჭირდა..
მხრები და ზურგი კი მტკივაა..
უსაშველოდ მტკივაა..
ალბათ ცოდვების ბრალია..
ცოდვების რომლებისგანაც თავს ვერასოდეს დავაღწევ..
რა კარგი იქნებოდა ამნეზია რომ დამემართოს და ყველა ის სიბინძურე დამავიწყდეს რაც კი მითქვამს ან მიკეთებია..
რა კარგი იქნება ახლიდან რომ შემეძლოს ყველაფრის დაწყება..
და საწყის წერტილად ის დღე რომ შემეძლოს ავიღო როდესაც გონებიდან სამუდამოდ გადაგხაზავ.





Предыдущие